მისი გრაფიკი “გურია ნიუსისთვის” უცნობია და ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიც არ გვაწვდის. ზურა გვენეტაძე, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფნის დროს, ახლაც არ არის პრესასთან გულახდილი. მისი თქმით, ვანო მერაბიშვილის შეხვედრების შედგენაზე, გადაწყვეტილებებს პრესსამსახურის აპარატი იღებს და შემდეგ მოგვაწვდიან.
_ აუცილებლად მოგაწვდით მასალას, _ გვითხრა ზურაბ გვენეტაძემ. მან ასევე არ გაგვიმხილა, თუ სად მართავდა შემდეგ შეხვედრას ვანო მერაბიშვილი.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ის ოზურგეთიდან ლანჩხუთში წავიდა, მანამდე კი თხილის საექსპორტო კომპანიას სტუმრობდა, რომელიც ბიზნესმენს ბეგი სიორიძეს ეკუთვნის და იქ, დაახლოებით, 15 წუთი დაჰყო. ბეგი სიორიძემ პრემიერ-მინისტრს მოკლე ხანში კომპანიის შესახებ ყველაფერი უამბო.
სწორედ ამ კომპანიაში დაგვრთეს ნება, რომ შევსულიყავით და პრემიერ-მინისტრის ვიზიტის კადრები აგვეღო, თუმცა, მერაბიშვილმა ჟურნალისტებისთვის კომენტარი არ გაიმეტა. სანამდე ის მივიდოდა თხილის საექსპორტო კომპანიაში, მანამდე “გურია ნიუსის”, “მაესტროს”, “მეცხრე არხის”, და “ინფო 9”-ის ჟურნალისტებს იქ არ უშვებდნენ. სხვა მედიის საშუალებების წარმომადგენლები კადრების ასაღებად კი შეუშვეს, მაგრამ მოგვიანებით მათაც დაატოვებინეს შენობა.
ვანო მერაბიშვილმა “გურია ნიუსის” კითხვაზე, თუ რა პრობლემებზე საუბრობს მასთან მოსახლეობა, საჭესთან მჯდომმა პრემიერ-მინისტრმა ასე გვიპასუხა: _ კარგად!