მოქალაქეთა მისაღებში, არც საშვს გვიწერენ, იმ მიზეზით რომ რაღაცეებია გასარკვევი, თუმცა, რას არკვევენ დილის ათის ნახევრის შემდეგ ადგილობრივი ჩინოვნიკები, ვერ დავადგინეთ. ვერც ის გავიგეთ, რატომ არ შეგვიშვა საკუთარ ოთახში სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსმა აკაკი ყაჭეიშვილმა, სადაც ნაციონალური მოძრაობის მასიურში გამოწყობილი ადამიანი საშვის გარეშე იმყოფებოდა. მართალია, გვიმტკიცებდნენ, რომ აღნიშნულ პიროვნებას საშვი ჰქონდა, თუმცა, მრავალგზის თხოვნის მიუხედავად საშვი ვერავინ გვაჩვენა.
გამგეობის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, თეონა ჩიგოგიძის მტკიცებით, ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია(?!).