„გუშინ 2012 წლის 15 აგვისტოს ლანჩხუთში „ინფო 9“-ს ოპერატორის წინააღმდეგ გამოყენებული იქნა ფიზიკური ძალა. პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას სხეულის დაზიანება მიიღო ოპერატორმა დავით ჩავლეიშვილმა. გავრცელებული კადრებიდან დგინდება, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წინ გაჩერებული სამარშრუტო ტაქსის მგზავრების გადაღებისას გადამღები ჯგუფის მიერ დასმულმა შეკითხვებმა ახალგაზრდა მამაკაცი გააღიზიანება გამოიწვია. მან ჯერ ჟურნალისტს დაუყვირა, ხოლო შემდეგ გადაღების შეწყვეტის მიზნით კამერას ხელი დაარტყა. აღნიშნული მოქმედების გამო „ინფო 9“-ის ოპერატორს დავით ჩავლეიშვილს სახის არეში მიადგა დაზიანება. მოგვიანებით, ოპერატორი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. ამასთანავე დაზიანებულია სააგენტოს კუთვნილი აპარატურა.
მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ინციდენტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს მყისიერად გამოიძიონ ქონების დაზიანების, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლისა და სხეულის დაზიანების ფაქტი, “ _ ნათქვამია განცხადებაში.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved