ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, კონცერტის წამყვანი ხშირად ურჩევდა, ახალგაზრდებს ხელით აწევით ხუთიანი დაეფიქსირებინათ, მაგრამ ბევრი მათგანი 7 -იანს აფიქსირებდა.
_ ასეთ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, ხუთიანიც იყო და შვიდიანიც, ამას ხელით აფიქსირებდნენ, _ გვითხრა ერთ-ერთმა დამსვენებლმა.
კიდევ ერთი დამსვენებლის თქმით, დუტა სხირტალძემ ცოტა გაოცებულა, როდესაც კონცერტეზე “შვიდიანების” მომხრეები აქტიურობდნენ. ხუმრობით ისიც უთქვამს, _ ვინც ხუთიანს არ აწევს, ის დოღზე ვერ მოვაო.
პოლიტიზირებულ კონცერტზე ბახმაროში, ოთო ნემსაძემ, ბესიკ კალანდაძემ, სოფო გელოვანმა, მგზავრებმა და სხვა მომღერლებმა იმღერეს.
კონცერტების სერია ბახმაროში ამით არ სრულდება, 19 აგვისტოს, ფერიცვალებას, ტრადიციული დოღი გაიმართება და ასევე დაგეგმილია კონცერტიც.