შეხვედრაზე იმყოფებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალეკო მამეშვილი, რომელმაც გვითხრა, რომ პარტიული შეხვედრა ჩატარდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელმა ლაშა ღლონტმა თქვა, რომ "ნაცმოძრაობის" ოფისში, თურმე, ღლონტების საგვარეულო შეხვედრა შემდგარა.
ოფისიდან გამოსულები მედიასთან კომენტარებს თითქმის არ აკეთებდნენ.