ამის შესახებ „გურია ნიუსს“ თავად ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა.
„როგორც ჩანს, ჩემმა განცხადებებმა, რომელიც ბახვში, მოსახლეობასთან შეხვედრისას გავაკეთე და რომელსაც მედია-ჯგუფი იღებდა და სიტყვასიტყვით, პირდაპირ გადასცემდა, შედეგი გამოიღო. სახლში დაბრუნებულს, მითხრეს, რომ ჩემი ცოლის ძმა უკვე გამოუშვეს. ერთი სიტყვით, ის ოჯახში იმყოფება“, _ განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ გიორგი სეხნიაშვილი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში 27 საათის განმავლობაში, მოწმის სტატუსით იმყოფებოდა.