კაჭარავა, რომელმაც კურორტის შესასვლელთან “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიერ მიწოდებული პარტიული გაზეთი აიღო, პოლიციელთა თვალთახედვის არეში მოექცა და მას ავტომანქანა წაართვეს.
სიმონ კაჭარავა ცდილობს, დაარწმუნოს პოლიციელები, რომ ბახმაროში მხოლოდ იმიტომ მიემგზავრება, რომ ავადმყოფი შვილიშვილი საავადმყოფოში სასწრაფოდ გადაიყვანოს, მაგრამ პოლიციელები კაჭარავას, მისივე თქმით, “ქართული ოცნების” გაზეთის აღების გამო სჯიან.
“გურია ნიუსი” წინააღმდეგობის მიუხედავად, ცდილობს მოვლენების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა, თუნდაც ფარული ჩანაწერების სახით მოიპოვოს.
შეგახსენებთ, რომ ჩვენს ჟურნალისტებს დღეს არათუ პრესზონაში, არამედ კურორტის ტერიტორიაზე გადაადგილება, მუშაობა შეეზღუდათ. კურორტის ტერიტორიაზე კი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს პოლიციელებიც შეუერთდნენ და მოსახლეობაში თავად არიგებენ ნაციონალური მოძრაობის სააგიტაციო მაისურებს. ამ ფაქტის დამადასტურებელი ფოტოკადრი უკვე გავავრცელეთ, ფოტო და ვიდეორეპორტაჟს კი, შეძლებისდაგვარად მალე მოგაწვდით.