ორი სამგზავრო ავტობუსი, რომელშიც პოლიციის დამატებითი ძალები და სპეცრაზმელები არიან განთავსებული, მას შემდეგ მოიყვანეს, რაც “ქართული ოცნების” წარმომადგენლების, მხარდამჭერების ან განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანების კონცენტრაციამ, რადგან მათ კურორტის ტერიტორიაზე არ უშვებდნენ, რამდენიმე ათეულს გადააჭარბა.
პრაქტიკულად, “გურია ნიუსს” არ ეძლევა შესაძლებლობა, გადაიღოს კადრები და ახლა მხოლოდ ფარულად გადაღებული მასალის შენარჩუნება ხდება ჩვენი მთავარი საზრუნავი.
შეგახსენებთ, რომ უკიდურესად დაძაბული ვითარება ბახმაროში, სადაც საუკუნეზე მეტია, ტრადიციული ფერისცვალების დღესასწაული და დოღი იმართება, არათუ ჟურნალისტებს მოქალაქეებსაც კი გადაადგილების უფლება ეზღუდებათ.