შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” წევრებს ბახმაროში არ უშვებენ. გოჩა თოდრია სწორედ ამ ადამიანებს მიესალმა. მისი თქმით, პოლიტიკური შეხედულებების გამო მეგობრობაზე ის უარს ვერ იტყვის.
როგორც ჩვენთან საუბრისას თემურ ჭკუასელმა აღნიშნა, სპეცრაზმი მათ ბახმაროს შემოსავლელში არ უშვებს.
_ მითხრეს, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ვერ შეგვიშვებენ. ვკითხე, ვის უსაფრთხოებას შევუქმნიდი საფრთხეს, თუმცა, პასუხი არ გამცეს და ბოდიში მოიხადეს მხოლოდ, _ გვითხრა ჭკუასელმა და დასძინა, რომ თუ ბახმაროში არ უშვებდნენ, ამის თქმა ხიდისთავშიც შეეძლოთ, სადაც ასევე სპეცრაზმია მობილიზებული.
ჭკუასელის თქმით, ბახმაროში ტრადიციულ დოღს ყოველ წელს ესწრება და მისთვის უცნობია, რატომ არ შეუშვეს ახლა ბახმაროში
_ ჩვენც ხომ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ? _ “ქართული ოცნების” წევრების ამ კითხვაზე “ნაციონალური” პასუხი ყველასთვის ცნობილია.