მრავლად მობილიზებული სამართალდამცველები თავისუფლად, შემოწმების გარეშე ატარებდნენ მიკროავტობუსებს, რომელშიც ნაციონალური მოძრაობის მაისურიანი ადამიანები ისხდნენ.
სამაგიეროდ, კორდონი ვერ გადალახეს "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა. "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა პოლიციელების მიერ გაკეთებული ჯაჭვის გარღვევა რამდენჯერმე უშედეგოდ, "გაუმარჯოს საქართველოს!", ძახილით სცადეს.
ბახმაროში შეშვებას პოლიციის მიერ "დაწუნებული" ის ადამიანებიც ითხოვდნენ, რომელთა "ბრალი" გამარჯობის თქმაში და ოცნების აქტივისტების მიერ მიწოდებული გაზეთების აღებაში გამოიხატებოდა.
სამართალდამცველებს ახსნა-განმარტებები არ გაუკეთებიათ. არც ერთი მათგანი არ პასუხობდა შეკითხვას, თუ რატომ არ უშვებდნენ მოქალაქეებს ბახმაროში.
"გურია ნიუსს" ბახმაროს შესასვლელთან მიმდინარე მოვლენების გადაღების საშუალებას სამართალდამცველები არ აძლევდნენ. უნდა ითქვას ისიც, რომ სამართალდამცველებთან ერთად, ჩვენთვის ფოტო და ვიდეო კადრების გადაღებაში ხელის შეშლას "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც შეეცადნენ.
უკომენტაროდ გთავაზობთ ამ ფაქტების ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალებს.