“გურია ნიუსმა” აღმოაჩინა, რომ ეს კანდიდატები შეიძლება იყვნენ მინისტრების ცოლები ან უბრალოდ, ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორის ოჯახის წევრები. ვაკანსიას გააჩნია…
საქართველოს პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ ოჯახის წევრების მაგალითზეც კარგად ჩანს, საჯარო უწყებებში რა ნიშნით ხდება კადრების შერჩევა.
დეპუტატ ანდრო ალავიძის მეუღლე, ნინო ბოჭოიძე _ თბილისის საკრებულო წამყვანი სპეციალისტი, რომლის წლიური ხელფასი 13861 ლარია.
კახა ანჯაფარიძე მეუღლე, მაია ნიკოლეიშვილი _ საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უფროსი სპეციალისტი, წლიური ხელფასი 12950.0 ლარი.
დავით დარჩიაშვილი, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია, წლიური ხელფასით _ 22516 ლარი.
მეუღლე ლელა ცქიტიშვილი _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მთავარი სპეციალისტი _ 12825.0ლარი
მარიამ დარჩიაშვილი (შვილი) – ილიას სახელმწიფო უნივერსტეტი ლექტორი 1507.0 ლარი
მარიამ დარჩიაშვილი _ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.სპეციალისტი _ 851.0 ლარი.
მიხეილ მაჭავარიანის მეუღლე, სოფიო ჟღენტი _ ქ. თბილისის მერია მთავარი სპეციალისტი, 4390.0 ლარი
ელდარ კვერნაძის მეუღლე, ნანა კალანდია _ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტო.მთავარი სპეციალისტი, _ 13000.0 ლარი
რატი სამყურაშვილის მეუღლე, ყოფილი ტელეწამყვანი _ ეკატერინე ტოგონიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი – 2160.0 ლარი.
ემზარ გელაშვილის მეუღლე მანანა ხოსრუაშვილი _ საქართველოს პარლამენტი მოწვეული სპეციალისტი 12816.0 ლარი.
გიორგი გოდაბრელიძის მეუღლე, თათია ტუსიაშვილი _ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ ასისტენტი – 3400.0 ლარი.
კობა ხაბაზის მეუღლე მანანა რობაქიძე _ ქ.თბილისის საკრებულო სპეციალისტი 5700.0 ლარი.
ასლან თავდგირიძის მეუღლე ციური დავითაძე საბავშვო ბაღი აღმზრდელი 2200.0 ლარი.
პარალელურად არის შ.პ.ს ,,ზღვის ვარსკვლავი” დირექტორი 2250.0 ლარიდა შ.პ.ს ,,ხინო’’, საქრთველო,-პარტნიორი-81 300 ლარი.
პარლამენტარის შვილი _ ნანა თავდგირიძე პარლამენტის წევრის ბიუროს წევრია. 6360.0 ლარი.
კახაბერ სუხიშვილის მეუღლე ნინო კაპანაძე საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მედიაციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი 10560.0 ლარი.
გოჩა შანიძის მეუღლე მაია ბერაძე საქართველოს თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია კოორდინატორი 16002.8 ლარი, ასევე, ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის კოორდინატორი, კონსულტანტი 2913.48 ლარი.
აკო მინაშვილის მეუღლე, ქეთევან კობიაშვილი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე 54682.8 ლარი.
ჯაბა მაღლაკელიძის მეუღლე, ნაზიბროლა გვაჯაია _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სპეციალისტი _ 7547.0 ლარი.
მამუკა გაჩეჩილაძის მეუღლე, ინგა მოსიაშვილი _ შპს “საქართველოს რკინიგზა”, სპეციალისტი, 4400.0 ლარი ასევე,- ააიპ “კონფლიქტების ანალიზისა და მართვის ევრაზიული ინსტიტუტის” გამგეობის თავმჯდომარე _ 30000.0 ლარი.
გიორგი კანდელაკის და, თამარ კანდელაკი _ საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე _ 17700.0 ლარი.
გიორგი ხახნელიძის მეუღლე, ანნა ნატროშვილი _ ქ.თბილისის საკრებულო სამდივნოს უფროსი 20203.0 ლარი
ზვიად კუკავას მეუღლე, დალი კორკელია _ სს საქართველოს რკინიგზა, საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, _ 4033.11 ლარი.
კორნელი კუკულავას შვილი, თამარ კუკულავა _ სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი “საქპატენსის” საფინანსო დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი _ 19243.75 ლარი.
გელა ლონდარიძის შვილი, გიორგი ლონდარიძე _ სსიპ-შემოსავლების სამსახურის მთავარი სპეციალისტი _ 15000.0 ლარი.
ეს მხოლოდ მცირე ნაწილია და თუ ამას დაუმატებთ მინისტრების, მათი მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსების, პოლიციის უფროსების, გამგებლების, გამგებლის მადგილეეების, საკრებულოს თავჯდომარეების, მათი მოადგილეების, და კიდევ სახელოვნებო და კულტურული ელიტის ოჯახების წევრებს, მიხვდებით, რომ ამა თუ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის დაწუნების მიზეზი საკუთარ თავში არ უნდა ეძებოთ.





























































