_ ჩვენმა ორგანიზაციამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში (მერია, ურეკი, თხინვალი, მაკვანეთი და ჭანიეთი) დავაკვირდით ამ პროცესს. საკრებულოს დეპუტატი დილის 10 საათიდან 16 საათამდე ამომრჩეველს სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში ხვდებოდა, ხუთი სოფლიდან საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი მხოლოდ ერთ შეხვედრაზე, სოფელ ჭანიეთში იმყოფებოდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებით, ეს ასე უნდა მოხდეს, რადგან ამომრჩევლის მიერ დაყენებული ნებისმიერი საკითხი, თხოვნა თუ პრობლემა ოქმში უნდა იყოს შეტანილი და შემდეგ ოფიციალური პასუხი უნდა იქნეს გაცემული, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს ლევან ხუხიამ.
მისივე თქმით, მსგავსი შეხვედრები ყოველ თვეში უნდა ჩატარდეს.