ზაზა დამენიას მშობლები, მისი მეუღლე და შვილი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ეს დღე მათ ცხოვრებაში არის და იქნება დიდი ტრაგედია.
ზაზა დამენიას შვილის, მერვეკლასელის გიორგი დამენიას თქმით, მას ძალიან უხარია, რომ მამის საფლავთან ყოველთვის იკრიბება ხალხი და პატივს მიაგებენ.
_ მათ იციან რა ჩაიდინა მამაჩემმა, ეს ჩემთვის უდიდესი საჩუქარია, _ გვითხრა გიორგი დამენიამ.
ციური წერეთელს, ეროვნული გმირის დედას, ყოველთვის უჭირს მის შვილზე წარსულში საუბარი:
_ ჩემი შვილი 16 აგვისტოს დაიღუპა გმირულად და ეს დღე ყოველთვის მიმძიმს, მიძნელდება ყოველთვის საუბარი ზაზას შესახებ, მან კარგად იცოდა, რა სიტუაციაში იყო, მაგრამ მაინც ბოლომდე თავისი სამშობლოს მოსიყვარულე დარჩა, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს ციური წერეთელმა.
ზაზა დამენიას საფლავთან, დღეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ილია ვაშაყმაძე ზაზას ოჯახის წევრებს რამდენიმე წუთით ესაუბრა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გიორგი დამენიას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან 100 ლარი გადაეცა.
ეროვნული გმირის ზაზა დამენიას ოჯახს მარჩენალდაკარგულის სტატუსი აქვს მინიჭებული.