(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ “გურია ნიუსისთვის” ცნობილი გახდა, რომ ოზურგეთელ პედაგოგებს იანვრის თვის ხელფასი არ მიუღიათ. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ლელა იმედაშვილის თქმით, ხელფასს სამინისტროდან წუთი-წუთზე ელოდებიან:
_ ნამდვილად არ ვიცი, რატომ არ ჩამოირიცხა იანვრის ხელფასი, მაგრამ, სამინისტროდან გვარწმუნებენ, რომ მალე ჩამოირიცხება, _ გვითხრა იმედაშვილმა.
“ვარდების რევოლუციის” შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, რომ პედაგოგებმა დროზე ვერ მიიღეს კუთვნილი ანაზღაურება. ჩვენი წყარო ამბობს, რომ ეს ყველაფერი ახალი დაფინანსების გამო მოხდა, რომელიც 2011 წლის იანვარში გახორციელდა _ სწორედ ამ თვიდან მაღალი და მცირებიუჯეტიანი სკოლების პედაგოგებს შეპირდნენ, რომ ხელფასს ერთად მიიღებდნენ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved