ლანჩხუთში, ამავე პარტიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მინდია კეჭაყმაძე წარადგინა, ჩოხატაურში _ გუბაზ მეგრელიძე, თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ხოლო ოზურგეთში, როგორც ვწერდით, კახა ბურჯალიანი, “თავისუფალი საქართველოს” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ის ადრე “ბურჯანაძე დემოკრატებში” და ასევე, “ქართულ პარტიაში” იყო.
კახა კუკავას თქმით, კოალიცია ყველა მუნიციპალიტეტში აპირებს კანდიდატების წარდგენას. მათი მთავარი მიზანია სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლა.
კანდიდატების წარდგენის დროს, ასევე იმყოფებოდა პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე.
_ არ უნდა გავატანოთ ხმები, ხმების ქურდებს, _ განაცხადა ლორთქიფანიძემ.
შეხვედრაზე ასევე გამოჩნდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი, თემურ ქორიძე. მისი თქმით, ქვეყანაში ცვლილებები გარდაუვალია.
_ პარლამენტში რეგვენების და ბრიყვების დგომის ადგილი არ არის, არ შეიძლება უზრდელი ადამიანების ადგილი იყოს პოლიტიკაში. _ განაცხადა თემურ ქორიძემ.