ოზურგეთში, მისი კონცერტი 29 აგვისტოს უნდა გაიმართოს, მანამდე კი უკვე დაწყებულია იმაზე მუშაობა, რომელ ადგილს შეარჩევენ.
„გურია ნიუსის” ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ფრთას კონცერტის “თეატრალურ მოედანზე” ჩატარების უფლება არ მისცა. ალტერნატიული ადგილები კი სოფელ კვირიკეთის “იპოდრომი” და ოზურგეთის “მეგობრობის” სტადიონია.
გურიის გუბერნატორის ვალერი ჩიტაიშვილის თქმით, კონცერტისთვის კარგი ადგილია სტადიონი. თუმცა რატომ არ მისცეს „თეატრალურ მოედანზე” კონცერტის გამართვის უფლება ბერა ივანიშვილს, ის პასუხობს: _ არ ვიცი ეს ინფორმაცია, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შესაბამის სამსახურს და აუცილებლად მიიღებთ პასუხს, მე არაფერი ვიცი, _ გვითხრა გურიის გუბერნატორმა.
„გურია ნიუსი” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს, ილია ვაშაყმაძეს დაუკავშირდა, რომლის ტელეფონი გასული იყო მომსახურების ზონიდან, ამავე გამგეობის პრესამსახურის უფროსმა, ნინო სალუქვაძემ კი ჩვენს ზარებს არ უპასუხა.
ჩვენ ასევე ამ კონცერტის ერთ-ერთ ორგანიზატორთან, ნანა ცერცვაძესთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ ისიც გასული იყო მომსახურების ზონიდან.