„ჩემი შვილი ჯარში იყო. აფხაზეთის ომში. იქიდან კარგად ვერ ჩამევიდა. მაგის მერე სულ ავად. ავად. ავად. და ორიათასჩვიდმეტში გარდიცვალა. მანამდაც რაი იყო აი ცხოვრება და მერე გავძაღლდი თლად. 52 წლის შვილი მიწაში ჩავდეი. სიცოცხლე არაფერი არაა. არაფერი. ტანჯი. სიკვდილი ჯობია ჩემთვის. ნაღდად ჯობია. ახლა რომ ცოცხალი არ ვიყო, ნაღდად ჯობია. სიკვდილის მერე რა არის არ ვიცი. არ ვიცი. შევხთები იქით შვილს? ქეც მჯერავს და არც მჯერავს. დავფიქრდები ხანდისხან მაგაზე. სიზმრით არა, არ მესიზმრება. არ მესიზმრება არაფრით. და ძალიან გულს მაკლია მაგაზე. რეიზა არ მესიზმრება. არ ვიცი“,_ აღნიშნული სიტყვები ლიხაურში მცხოვრებ 83 წლის ქალბატონ ვიოლეტას ეკუთვნის. მისი ნაამბობი სოციალურ ქსელში პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, მწერალმა გიორგი კეკელიძემ ფოტოსთან ერთად გაავრცელა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved