(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ როგორც ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გვითხრეს, შაბათს, 5 თებერვალს, საგამოცდო ცენტრში (ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაში) 140 პედაგოგს პროფესიულ უნარებში საცდელი ტესტის ჩაბარება მოუწევს. რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ლელა იმედაშვილის თქმით, პედაგოგებს მიეცემათ საშუალება, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, რაც მათ დაეხმარება, გამოცდებზე გასვლისას თავდაჯერებულნი იყონ. მისივე თქმით, ამავე კვირაში, მეოთხე საჯარო სკოლაში დაიწყება სასწავლო შემოქმედებითი კონფერენციისთვის მზადება. მოსწავლეებმა ამ დღეს უნდა წარადგინონ ნაშრომი, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, თუ ვინ მიიღებს მეორე ტურში მონაწილეობას, რომელიც თბილისში გაიმართება.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved