_ დამაფიქრებელია, ეს ყველაფერი იმის შემდგომ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი გააკეთებდა განსაკუთრებულ განცხადებას. ვიდრე ბატონი ბიძინას განცხადება არ გახდება ცნობილი, მანამდე ხელისუფლების ოფიციალური კომენტარი, ალბათ, არ იქნება. განცხადების ტექსტზე და არა იმაზე, რაც რეალურად მოხდა, დამოკიდებულია ხელისუფლების კომენტარიც და მოქმედებებიც. თუ შეატყობენ რომ აგებენ, შეიძლება საგანგებო მდგომარეობაც კი გამოაცხადონ.
_ მიგაჩნიათ, რომ მიმდინარე მოვლენები ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება?
_ ხელისუფლებას აშინებს ის, რასაც ხვალ ბიძინა ივანიშვილი იტყვის და გადასულია თავდაცვაზე.
_ ამის გამო შეიძლება ასეთ პროვოკაციაზე წავიდნენ?
_ სკამის დაკარგვით შეშინებული ხელისუფლება კიდევ ბევრ სიუპრიზს შემოგვთავაზებს. გაძლებაა საჭირო და გონებით მოქმედება.