ექიმების ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში იქ იმყოფებოდა, ნაწილი კი გვიან ღამით დაბრუნდა უკან.
„გურია ნიუსმა“ სცადა გაერკვია, რა სიტუაცია იყო წუხელ ლაფანყურში და იყვნენ თუ არა კიდევ დაჭრილები, მაგრამ ერთ-ერთმა ექიმმა, რომელსაც დავუკავშირდით, გვითხრა, რომ მკაცრად იყო გაფრთხილებული, არ გაეცა არანაირი ინფორმაცია.
ექიმებს ასეთივე მკაცრი მითითებები აქვთ მიღებული ღუდუშაურის კლინიკასა და გორის ჰოსპიტალში.