მანამდე კი, მედიასაშუალებებს იმ ცარიელი სტადიონის გადაღებაც ეკრძალებათ, სადაც სააკაშვილი მოსახლეობას უნდა შეხვდეს. დაცვის სამსახურს ასეთი ბრძანება აქვს მიღებული.
შეგახსენებთ, რომ ლაფანყურში განვითარებული მოვლენების შემდეგ, 1 სექტემბერს, ოზურგეთში დაგეგმილი ყველა შეხვედრა გადაიდო, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ყრილობაც. პრეზიდენტის ვიზიტის გადადების შესახებ ინფორმაცია 30 აგვისტოს, „გურია ნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ირმა ნადირაშვილმაც, დაუდასტურა.მან ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს განცხადა, რომ პრეზიდენტის ვიზიტი ოზურგეთში გადაიდო.
უცებ, აღმოჩნდა, რომ დღეს, მიხეილ სააკაშვილი ოზურგეთს ეწვევა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ეს ამბავი გუშინ გადაწყდა. როგორც ჩანს, ლაფანყურში განვითარებული მოვლენები, გუშინ, უკვე საინტერესო აღარ იყო.