ამ ეტაპზე, ინფორმაციის გამოქვეყნებისგან, დროებით მხოლოდ იმიტომ ვიკავებთ თავს, რომ ველოდებით კომენტარებს ხელისუფლების წარმომადგენლების და იმ სამართალდამცავი ორგანოებისგან, რომელთა კომპეტენციაც და მოვალეობაც ამ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხის გაცემაა.
არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, “გურია ნიუსის” სატელეფონო ზარებს არ პასუხობს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი, სალომე მახარაძე და თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი, ნინო პოტრჟებსკაია.
“გურია ნიუსი” დაუკავშირდა უშიშროების საბჭოს უწყებათაშორისი კომისიის წარმომადგენელს, თამარ კინწურაშვილს, რომელიც კარგი კომუნიკაციით გამოირჩევა, მაგრამ ამჯერად არც ქალბატონმა თამარმა გვიპასუხა.
“გურია ნიუსი” დაუკავშირდა ასევე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს, ნინო იმედაშვილს, რომელიც შეგვპირდა, რომ რამდენიმე წუთში შეგვეხმიანებოდა.
ამ წუთებში ვესაუბრეთ შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, უფროს ლეიტენანტს, თეა პატიეშვილს, რომელმაც თავდაცვის სამინისტროში გადაგვამისამართა.
თუ უახლოეს პერიოდში ვერ მივიღებთ პასუხს აღნიშნული უწყებებისგან, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, “გურია ნიუსი” გამოაქვეყნებს ხელთ არსებულ ინფორმაციას.