ქვეყნის პირველი პირის დასახვედრად, მზადება დილიდანვე დაიწყეს. სოფლის ცენტრში უკვე მობილიზებული არიან ხელისუფლების მხარდამჭერები. შემოქმედში, რომელიც გურიის გუბერნატორის, ვალერი ჩიტაიშვილის მშობლიური სოფელია, ამ წუთებში გამოჩნდნენ მეზობელი სოფლების რწმუნებულები და მათი თანაშემწეები მომხრეებთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ დამხვედრთა შორის პედაგოგთა სიმრავლეა, როგორც შემოქმედიდან, ასევე სხვადასხვა სოფლებიდან.