რამაზ ნიკოლაიშვილის წარდგენა სოფლის ცენტრში იგეგმება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის წარდგენას საქართველოს პირველი პირი, მიხეილ სააკაშვილი აპირებს. თავად რამაზ ნიკოლაიშვილი დაკავებული თანამდებობიდან გუშინ გადადგა.
სოფელ შემოქმედში, რამაზ ნიკოლაიშვილის წარდგენამდე, “გურია ნიუსის” ჟურნალისტს ჟანა მეგრელიშვილს, არ მიეცა უფლება, რომ ვიდეო და ფოტო კამერით შესულიყო სოფლის ცენტრში. მისი შესვლა, მას შემდეგ მოხერხდა, როდესაც კვლავ დავუკავშირდით პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, ირმა ნადირაშვილს, მაგრამ მას ვიდეო და ფოტო კამერა არ შეატანინეს.
ჩვენი კორესპონდენტის, ჟანა მეგრელიშვილის განცხადებით, ამ წუთებში სოფელ შემოქმედში “მე მიყვარს საქართველოს” მაისურებში გამოწყობილი ახალგაზრდები გამოჩნდნენ.