გიორგაძე კომისიაში საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნული პირია და ის მმართველი პარტიის კანდიდატის, მანანა ჯინჭარაძის ახლო მეგობარია.
ის, რომ კომისიის წევრს აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს და ეს კანონდარღვევაა, გიორგაძემ ჩვენგან გაიგო, რომლის თქმით, ამის შესახებ არაფერი იცოდა და თუUკანონს არღვევს, პლაკატი აუცილებლად შეიცვლება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგიონული მედიის მედიაკონსულტანტი, თამარ მჭედლიშვილის თქმით, ცსკო ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას გადახედავს და შესაბამის რეაგირებას აუცილებლად მოახდენს.