ჩვენ, ადამიანის უფლებათა არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენციის მონაწილეები მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-14 პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის საფუძველზე გამოავლინოთ კეთილი ნება, მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური საარჩევნო უფლების განხორციელების მიზნით და შეუქმნათ მათ შესაძლებლობა, რათა 2012 წლის 1 ოქტომბერს, არჩევნების კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ არა ორშაბათს, 1 ოქტომბერს, სამუშაო დღეს, არამედ 29 ან 30 სექტემბერს, უქმე დღეს.“
აღნიშნულ პეტიციას ხელს აწერს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. პეტიცია გავრცელდება ინტერნეტით და ნებისმიერ მოქალაქეს და ორგანიზაციას შეეძლება შეუერთდეს.