შტაბში მედიის წარმომადგენლებს რამაზ ნიკოლაიშვილი და შტაბის უფროსი ვალერი ჩიტაიშვილი შეხვდა.
გურიის გუბერნატორმა, რომელიც რამაზ ნიკოლაიშვილის საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის განაცხადა, რომ ყველა საკითხის გარკვევაში, რომელიც ჩვენ დაგვაინტერესებს, ის მედიაჯგუფი დაგვეხმარება, რომელიც მზად არის, ოპერატიულად, 24 საათის განმავლობაში მოგვაწოდოს ინფორმაცია. რამაზ ნიკოლაიშვილმა ვრცლად ისაუბრა და თქვა, რომ მზად არის თავის ოპონენტებს შეხვდეს.
ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე, იცნობს თუ არა ის მის კონკურენტებს, ნიკოლაიშვილმა გვიპასუხა, რომ არ იცნობს, თუმცა, დარწმუნებულია, რომ არჩევნებში ამ კონკურენტებს დაამარცხებს.
რამაზ ნიკოლაიშვილის შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან ისე დასრულდა, რომ ხსენებულ მედიაჯგუფში შემავალი პიროვნებების ვინაობა არ დაუსახელებიათ.