კონცერტი დაგეგმილზე ადრე დიწყო, რადგან პარალელურად, ოზურგეთში, სპექტაკლი “ვერის უბნის მელოდიები” იწყება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატთან, რამაზ ნიკოლაიშვილთან ერთად დაესწრება.
ურეკში ჩატარებულ კონცერტზე, რამაზ ნიკოლაიშვილი ახალგაზრდებს მიესალმა და წარმატებები უსურვა. კონცერტზე დარიგდა მაისურები წარწერით “მე მიყვარს საქართველო”.
დუტა სხირტლაძემ “მე მიყვარს საქართველო”-ს მაისურები თვითონ გადასცა ახალგაზრდებს, მათ შორის “ქართული ოცნების” აქტივისტებსაც, რომლებიც კონცერტის დასასწრებად ურეკში იმყოფებოდნენ. თუმცა, ეს მაისურები მათ არ ჩაუცვამთ.
მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ოზურგეთში ამით არ სრულდება. იგი ხვალ “ნაციონალური მოძრაობის ” ყრილობას დაესწრება, რომელიც სავარაუდოდ, დილის 12 საათზე დაიწყება და რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სიტყვით გამოვლენ.