როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ხელისუფლებას მხარდამჭერების მოგროვება ძალიან გაუჭირდა და ამიტომ, ოზურგეთში, სააკაშვილის დასახვედრად საჯარო მოხელეების სრული შემადგენლობა წაიყვანეს. მათთან ერთად, წამსვლელთა შორის იყვნენ პედაგოგები, სკოლის მოსწავლეები და საბავშვო ბაღის აღსაზრდელები.
მათი შეკრება ხელისუფლებამ ჩოხატაურის ცენტრში გადაწყვიტა, რამაც მოძრაობა შეაფერხა, თუმცა, ამის გამო ისინი არავის დაუსჯია. უფრო მეტიც, ერთი საათის განმავლობაში, მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის ავტომანქანა მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა და ისიც საკმაოდ მოშორებით დადგა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა, დღეს, ოზურგეთში 12 საათისთვის არის დაგეგმილი. “გურია ნიუსის” ინფორმაციით ყრილობას, სადაც სიტყვით გურიის სამივე მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატები გამოვლენ, საქართველოს პრეზიდენტი დაესწრება.