_ ჩვენ გვაქვს რეალური შანსი, გვქონდეს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, შევიდეთ ნატოში. ყველაფერი ეს გადაწყდება იმ პირობებში, როდესაც ჩვენი მტერი, რომელიც ხელს აფათურებს საქართველოში, ვერ აგვირევს საქართველოს ვერც პირველი ოქტომბრის წინ და ვერც პირველი ოქტომბრის შემდეგ. ჩვენი მოწინააღმდეგები აქამდე სულ ტყუილებით გვკვებავდნენ, ამბობდნენ, რომ ვერ შევასრულებდით საავადმყოფოების პროგრამას, ვერ გავზრდიდით პენსიებს, ვერ დავამარცხებდით კორუფციას. ჯერ კიდევ ბევრი გაჭირვებაა, მაგრამ ყველამ ერთად უნდა ვიმუშავოთ, რომ ჩვენს შვილებს არ ჰქონდეთ პრობლემა. ახლა, როგორც არასდროს, ყველამ ერთად უნდა ვთქვათ, რომ გარეშე მტერი და შიდა გზააბნეული ხალხი თავისას ვერ გაიტანს. _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.