მანვე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 42 საჯარო და 2 კერძო სკოლა არის, სადაც 1410 პედაგოგი 8843 მოსწავლეს აძლევს განათლებას.
_ 1000 ლარიანი სახელფასო ანაზღაურება, ამჟამად, ოზურგეთის 8 პედაგოგს აქვს. როგორც ირინა ინარიძემ განაცხადა, იანვარში, შესაძლოა, მათი რაოდენობა გაიზარდოს.
16 სკოლაში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, რომლისთვის 256 000 ლარი გამოიყო. 1751 ბავშვს, რომლებიც სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახიდანაა, 17 სექტემბერს უფასოდ გადაეცემა სკოლის სახელმძღვანელოები. _ თქვა ინარიძემ.
მისივე თქმით, 635 მოსწავლემ დაამთავრა წელს საჯარო სკოლა, აქედან 572 მიიღო ატესტატი, ეროვნული გამოცდებზე კი რეგისტრაცია 302 მათგანმა გაიარა, აქედან კი 279 უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხა.
_ გრანტი მიიღო 81 მოსწავლემ, 100%-იანი დაფინანსება კი 15 აბიტურიენტმა, რომლის უმეტესობა ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები არიან. მოკლედ, რომ ვთქვათ, კარგი შედეგები აჩვენეს ოზურგეთელმა ახალგაზრდებმა. ახალ სასწავლო წელს ახალი ინოვაციებით და ახალი შემართებით ველოდებით. _ გვითხრა მედიის წარმომადგენლებს ირინა ინარიძემ.
როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, წელს 610 პირველკლასელი დაიწყებს სწავლას. გასულ წელთან შედარებით, ეს რიცხვი 30 – ით შემცირდა.