სააკაშვილი თვითონ ავიდა ბულდოზერზე, სადაც რამდენინე წამი დაჰყო და შემდეგ, სოფლის ცენტრისკენ გაემართა მოსახლეობასთან შესახვედრად. შეკრებილი ადამიანების უმეტესობა საჯარო მოხელეები იყო.
საკააშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის მაჟორიტარობის კანდიდატს, რამაზ ნიკოლაიშვილს ჰკითხა, როდის დასრულდებოდა გზის მშენებლობა, რაზეც ნიკოლაიშვილმა უპასუხა, _ 4 თვეშიო.
საქართველოს პრეზიდენტმა ოზურგეთი უკვე დატოვა. “გურია ნიუსის” ინფორმაციით, ის სვანეთში აპირებს ჩასვლას.