„როდესაც ურეკში ვიმყოფებოდი, ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელიც სოფელ შრომის მცხოვრებია, პირადად მითხრა, რომ შრომაში მოსახლეობას, ყველაზე მეტად, გზის პრობლემა აწუხებს. მას არ სჯეროდა და პირდაპირ მითხრა, ხშირად გვპირდება ხელისუფლება, მაგრამ კაცისშვილი არ გვაქცევს ყურადღებასო. მე ამ ქალბატონს შევპირდი, რომ გზის მშენებლობას დავიწყებდით. ის, რაც 50 წლის მანძილზე არ გაკეთებულა, ახლა გაკეთდება, “ _ განაცხადა სააკაშვილმა.
სოფელ შრომაში პრეზიდენტმა, დაახლოებით, 15 წუთი დაჰყო.