“გურია ნიუსის” ობიექტივში, სწორედ ეს კადრები მოხვდა _ სოფელ ბოხვაურის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულიდან, გადაწეული ფარდების მიღმა ხელისუფლების წარმომადგენლები შესახვედრად შეკრებილებს ათვალიერებდნენ.
“ხალხი დაშინებულია, თორემ აქ უფრო მეტი მოვიდოდა,” _ უთხრეს კვაჭანტირაძეს ბოხვაურის ცენტრში შეკრებილებმა.
ერთ-ერთი ქალბატონი, სოფელ ბოხვაურის მკვიდრი ზოია კაპანაძე, შეხვედრის ჩაშლას აქტიურად ცდილობდა და პროვოკაციული რეპლიკებით მიმართავდა იქ შეკრებილ საზოგადოებას.
განსაკუთრებით აგრესიული მას შემდეგ გახდა ეს ქალბატონი, როცა “გურია ნიუსმა” მისი ვიდეოკამერით დაფიქსირება სცადა: “ნუ მიღებ, თორემ ჩემი შვილი თავს მოგაჭრის”, _ შეგვაშინა “ქართული ოცნების” მოწინააღმდეგე ქალბატონმა.
საჯარო მოხელეები თვალთვალის პროცესში
“ნუ მიღებ, თორემ ჩემი შვილი თავს მოგაჭრის!”