“გურია ნიუსი” შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის პრესსამსახურის უფროსს მაკა ფანქველაშვილს დაუკავშირდა. მისი განცხადებით, საშემოსავლო სამსახურის თანამშრომლების მიერ ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტს ადგილი არ ჰქონია: “ჩვენ გადავამოწმეთ აღნიშნული ინფორმაცია. მსგავს ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, უბრალოდ მოხდა ასეთი რამ _კერძო საგადასახადო ინსპექტორებმა გამოუწერეს ოქმი ერთერთ ქალბატონს, რომელმაც თქვა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა. ამიტომ კერძო საგადასახადო ინსპექტორებმა გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, საპატრულო პოლიცია, მათი თანდასწრებით გამოწერეს ოქმი. ფაქტი, რომ ჟურნალისტს ვინმემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, არ დაფიქსირებულა _ ამ ფაქტს კატეგორიულად გამოვრიცხავ”, _ამბობს “გურია ნიუსთან” ფანქველაშვილი.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved