21 აგვისტოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ყველა საარჩევნო სუბიექტისგან მიიღო საარჩევნო პერიოდის ფინანსური დეკლარაციები. დეკლარაციების ანალიზის შედეგად გამოვლინდა ყველაზე მაღალშემოსავლიანი სამი პოლიტიკური პარტია გამოვლინდა:
_ კოალიცია “ბიძინა ივანიშვილი _ ქართული ოცნება” _ 50 725 534 ლარი;
_ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა _ 21 402 789 ლარი;
_ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა _ 1 361 135 ლარი.
რაც შეეხება ხარჯებს, 21 აგვისტოს მდგომარეობით, აქაც კოალიცია “ქართული ოცნება” ლიდერობს.
_ კოალიცია “ბიძინა ივანიშვილი _ ქართული ოცნება” _ 34 725, 275 ლარი;
_ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა _ 14 637 598 ლარი;
_ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა _ 786 317 ლარი.
როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახური აცხადებს, აღნიშნული ხარჯები მოიცავს როგორც კანონიერ ხარჯებს, ასევე სასამართლოს მიერ დადგენილ უკანონო ხარჯებსაც.
შესაბამისად, კანონით დადგენილი 48 458 298 ლარის ლიმიტის მიღწევამდე, აღნიშნული პარტიებს უფლება აქვთ კიდევ გაიღონ შემდეგი ოდენობის ხარჯები:
_ კოალიცია “ბიძინა ივანიშვილი _ ქართული ოცნება” _ 13 733 023 ლარი;
_ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა _ 33 820 700 ლარი;
_ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა _ 47 671 981 ლარი.
საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, წლიური ხარჯვის ზღვრული მოცულობის დადგენისას, პოლიტიკური პარტიების წლიური ხარჯები გამოთვლილ უნდა იქნას 1 ნოემბრიდან მომდევნო წლის 1 ნოემბრამდე.
“კანონისთვის უკუძალის მინიჭების თავიდან ასაცილებლად პოლიტიკური პარტიების მიერ გაწეული ხარჯების ათვლა დაიწყო 2012 წლის 1 იანვრიდან, როდესაც ძალაში შევიდა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მიერ დადგენილი ლიმიტი და სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ამავე კანონით, მიიღო მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოს მანდატი.
ორგანული კანონის მიხედვით, დადგენილი ლიმიტის გადაცილება გამოიწვევს გადაჭარბებული ოდენობის ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმებას. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პოლიტიკური სუბიექტი მიუახლოვდება კანონით დადგენილ ხარჯვის ზღვრულ მოცულობას, სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერილობით გააფრთხილებს მას ამის შესახებ, რათა თავიდან იქნას აცილებული შესაძლო კანონდარღვევის ფაქტი,” _ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს.