როგორც გვითხრეს, ევგენიძის კონცერტზე დასწრება საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს გუშინ დაავალეს.
_ გვითხრეს, რომ აუცილებლად უნდა მივსულიყავით. აღრიცხვა გაკეთდება და აუცილებლად მოდითო, სამსახურში გაგვაფრთხილეს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთმა საჯარო მოხელემ.
დაზუსტებული ინფორმაციით, კონცერტის მსვლელობისას დავით ევგენიძემ “ნაციონალები” გაამხნევა:
_ არაფრის შეგეშინდეთ ხალხო, ყველაფერი კარგად იქნება.
კონცერტს მხოლოდ ჩოხატაურის ხელისუფლება და ადგილობრივი “ნაციონალების” სრული შემადგენლობა ესწრება.