ამ წუთებში, საჯარო მოხელეების ერთმა ნაწილმა შენობა დატოვა. არც ერთი მათგანი კომენტარს არ აკეთებს. შენობაში რჩებიან სოფლის დეპუტატები და რიგი საჯარო მოხელეები.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დეპუტატი გამგეობის შესყიდვების სამსახურში იმყოფება და ამ სამსახურის უფროსთან, ბაჩი გოგიბერიძესთან გადის კონსულტაციებს ჩვენთვის უცნობ თემებზე.
გამგეობის დაცვა “გურია ნიუსს” შენობაში არ უშვებს და არც ამ ქმედების მიზეზს არ განმარტავს.