მისი განმარტებით, იგი გამგეობაში პირადი ნივთების წასაღებად მოვიდა, თუმცა, ჩვენ სამ საათზე მეტია აქ ვართ და არ დაგვინახავს, თუ როგორ შევიდა იგი შენობაში _ სავარაუდოდ, იმედაშვილი შენობაში დიდი ხანია იმყოფება.
ჩვენს კითხვაზე, შვებულებაში ყოფნის 15 დღის განმავლობაში რატომ არ წაიღო პირადი ნივთები, იმედაშვილმა გვიპასუხა, რომ ნელ-ნელა მიაქვს. გამგებელმა არ გვიპასუხა კითხვაზე, თუ რა ესაქმებათ შესყიდვების სამსახურში სოფლების დეპუტატებს.
შენობიდან გამოსულმა სოფელ ერკეთის დეპუტატმა ნატო ჩანტლაძემ ჩვენთან საუბრისას დაადასტურა, რომ გამგებელ იმედაშვილს სოფლის პროგრამის თაობაზე ესაუბრა, თუმცა, მოგვიანებით საკუთარი ნათქვამი უარყო.