მიუხედავად იმისა, რომ ანსამბლის ერთ-ერთი წევრი, თემურ ჭკუასელი “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ჩოხატაურში, კონცერტზე პოლიტიკური განცხადებები არ გაკეთებულა.
ღონისძიებას არც კულტურის სამსახურის და არც კულტურის ცენტრის წარმომადგენლები არ დასწრებიან; “ქართული ხმების” მოსასმენად არც სხვა ჩინოვნიკები მოსულან.
უფრო მეტიც, ჩოხატაურის კულტურის სამსახურის ერთ-ერთი სპეციალისტის, ბუთა მამარდაშვილის თქმით, კონცერტზე დასწრების სურვილიც კი არ ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ ანსამბლის კონცერტს “ნაციონალური მოძრაობის” ჩოხატაურის ორგანიზაციის თითქმის მთელი შემადგენლობა დაესწრო.
მმართველი პარტიის ჩოხატაურის საარჩევნო შტაბის უფროსის, მიშა კვესაძის თქმით, არსებობს საკითხები, როცა პოლიტიკა არაფერ შუაშია და სწორედ ამიტომ იმყოფებოდა კონცერტზე.
ამავე დღეს, “ქართული ოცნების” ოფისთან “ქართული ოცნების” ერთ-ერთი წევრის, ზურაბ ლოლაძის მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენა გაიმართა.
როგორც ლოლაძემ გვითხრა, ყველა ფოტო “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო შეხვედრების დროს არის გადაღებული.