„გურია ნიუსთან“ ინტერვიუში, რომელსაც ვრცლად, ჩვენს ვებგვერდზე მალე შემოგთავაზებთ, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ ახალაიების მხრიდან არანაირი საფრთხის განცდა არ აქვს.
_ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და ყველა, ვინც ფიქრობს, რომ რაიმე ფორმით შეიძლება შეინარჩუნონ ძალადობა, უკვე დამარცხებულია და გატეხილია. პიროვნულად ჩვენ არავის წინააღმდეგი არა ვართ, ჩვენ ვებრძვით სისტემას, რომელიც ჩვენმა ავტორიტარულმა რეჟიმმა შექმნა და ახალაიებიც ამ სისტემის კლანი გახდა. ასე რომ, მათ მხრიდან არანაირი საფრთხის განცდა არ მაქვს. 22 სექტემბერს, ზუგდიდში, დიდი სოლიდარობის ღონისძიება ჩატარდება, ვინმეს უნდა ეს თუ არ უნდა. მთავარია, რომ ხალხს უნდა ეს და ხალხს სჭირდება. დარწმუნებული ვარ, ეს აქცია იქნება ფართომასშტაბიანი და რაც მთავარია, ეს იქნება ერთგულების, სიყვარულის აქცია, განსხვავებით იმ მკაცრი რიტორიკიდან, რაც დამახასიათებელია “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, _ განაცხადა ირაკლი ალასანიამ.