_ ძალიან მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა ამ დარჩენილ დღეებში, როდესაც ჩვენ ძალიან ახლოს ვართ გამარჯვებასთან, მოვსულიყავით თქვენთან. მიხარია, რომ პირადად მხარს ვუჭერ თქვენს მაჟორიტარ კანდიდატს ზვიად კვაჭანტირაძეს, _ თქვა ეკა ბესელიამ, _ შეხედეთ ზვიად კვაჭანტირაძეს და ხელისუფლების კანდიდატს. რამხელა განსხვავებაა მათ შორის. როგორ შეიძლება თქვენ ხმა მისცეთ იმ კაცს, რომელმაც სახელი გაითქვა უკანონო დაპატიმრებებით, ტერორით რომელიც დაამკვიდრა ფინანსურ პოლიციაში, რომელიც ძალაუფლებას იყენებდა იმისთვის, რომ ატერორებდა ბიზნესს, ბიზნესმენებს და აპატიმრებდა ხალხს. აი, ამას აკეთებდა ბატონი ნიკოლაიშვილი. ვითომ გზებს რომ აგებს, ამის უკან ბიძინა ივანიშვილი იდგა და თვითონ იბრალებენ გაკეთებულ საქმეებს. იმ თანხებიდან, იმ ფულიდან, რომელიც ხალხის ფულია, იპარავდა თავადაც და მოპარული ფული მიჰქონდა მთავარ ბელადთან და აი ამით იწონებს თავს ნიკოლაიშვილი. აი ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” სახე.
არ არსებობს რაიმე სხვა ძალა, სხვა ფაქტორი იმისა, რომ შეაჩეროს ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება”, აღარ აქვს სააკაშვილს ის ძალა, რომ შეაჩეროს ქართველი ხალხის ნება, ეს არის შეუცვლელი პროცესი. ჩვენ მივიყვანთ ამ დაწყებულ ბრძოლას ბოლომდე, _ განაცხადა ეკატერინე ბესელიამ.