ხალხი ფილარმონიიდან ქვეყნის პრეზიდენტის გამოსვლას ელოდება, რომელიც მიუზიკლს „ვერის უბნის მელოდიებს” ესწრება. აქ გავრცელდა ინფორმაცია რომ უკვე გადადგა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე, თუმცა, ოფიციალუ საიტებზე ეს ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. ჩვენი რესპონდენტი მოქალაქეები თვლია,ნ რომ ეს საკმარისი არ არის. იქვე ორგანიზებული საზოგადოებრივი ჯგუფის სახელით, დაჩი ცაგურიამ, შეკრებილთა სახელით რამდენიმეპუნქტიანი მოთხოვნა გააჟღერა: “საკმარისი არაა მინისტრის ხათუნა კალმახელიძის გადადგომა; გადადგეს ბაჩო ახალაია; გასაჯაროვდეს ციხის ყველა იმ თანამშრომლის სახელი, რომელიც მონაწილეობას იღებდა შემზარავ წამებასა და პატიმრების უღირს მოპყრობაში; მიეცენ ისინი პასუხისგებაში და კანონის შესაბამისად დაისაჯონ; საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეთერში გაუშვას ის კადრები, რომლებიც დღეს სხვა მედიასაშულებებით გავრცელდა და პატიმართა წამების ფაქტებს ასახავს”.
პრეზიდენტი ჯერ კონცერტიდან არ გამოსულა.