_ როცა ეს საშინელება ვნახე, მხოლოდ ისღა მოვახერხე, შვილთან ერთად ამ საპროტესტო ტალღას შევერთებოდი. ჩვენ, “ქრისტიან-დემოკრატები” ყოველთვის მოვითხოვდით, რომ სასჯელაღსრულების მინისტრი კალმახელიძე გადამდგარიყო, მაგრამ ახლა მისი გადადგომა სრულიადაც არ არის საკმარისი _ მან პასუხი უნდა აგოს! შემძრა კალმახელიძის მშვიდმა ტონმა ამ ფაქტის კომენტირებისას.
“გურია ნიუსის” შეკითხვაზე, პასუხისმგებლობა ეკისრება თუ არა ბაჩო ახალაიასაც, გრიგოლიამ გვიპასუხა, რომ აუცილებელია, როგორც ამ შემზარავი სისტემის ავტორმა და ორგანიზატორმა _ ახალაიამ აგოს პასუხი.
_ ყველაზე მეტად კი იმ ადამიანების მიკვირს, რომლებიც ახლა სხედან სახლებში და მშვიდად შესცქერიან ტელეეკრანებს! _ ამბობს ინგა გრიგოლია.