თემურ ჭკუასელი თქმით, “მსგავსი ქმედება შემზარავია _ ხელისუფლებამ ისედაც დაძაბული სიტუაცია დუღილის ტემპერატურამდე მიიყვანა. ახლა მათ აწყობთ არეულობა, ამიტომ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე. უნდა მივიდეთ არჩევნებამდე და შევცვალოთ ეს ხელისუფლება”, _ თქვა ჭკუასელმა.
გოჩა ჯიქიას თქმით, მას თავად აქვს ნანახი, რა ხდებოდა ციხეში: “ეს ფაქტები არ არის ახალი და არ ეხება მხოლოდ ზოგიერთებს. არ დაიჯეროთ, რომ რომელიმე პატიმარი ტუბერკულოზით ან რაიმე სხვა დაავადებით გარდაიცვალა. ეს ჯოჯოხეთია, რაც ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი”, _ თქვა ჯიქიამ.
_ აქამდე თუ თავს ნიღბავდნენ, ახლა აღიარეს, რომ სერიოზული პრობლემა აქვთ. გამაოცა ხათუნა კალმახელიძის გამომეტყველებამ. ისე მშვიდად აკეთებდა კომენტარს, თითქოს არაფერი მომხდარა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გია ჭირაქაძემ.
_ ვანო მერაბიშვილმა საჯაროდ განაცხადა, თუკი ჩემი მინისტრობის დროს რაიმე დანაშაული მოხდა, მზად ვარ პასუხი ვაგოო. გამოვიდეს ახლა და აგოს პასუხი იმ საშინელებებზე, რაც ჩვენ ვნახეთ, _ ამბობს გივი ჭიჭინაძე
“ქართული ოცნების” ჩოხატაურელი წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლებამ არეულობის ინსპირირება მოახდინოს და არჩევნების ჩაშლის მიზნით.