მათი უმეტესობა კომენტარზე უარს გვეუბნებოდა: ხმას ვერ ვიღებთ, ცუდად ვართო. უფრო ხანდაზმულები, ფილარმონიასთან შეკრებილ ახალგაზრდებს თხოვდნენ, ახლა მაინც დამდგარიყვნენ ფეხზე, ახლა მაინც ამოეღოთ ხმა.
პროტესტის ნიშნად ფილარმონიის წინ დამწვარი ცოცხი ეგდო, ადგილი კი სადაც “ვერის უბნის მელოდიები” იმართებოდა, ასე გამოიყურებოდა.