“ქართული ოცნების” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის შტაბის ხელმძღვანელის, კოტე შარაშენიძე ამბობს, რომ ის, რაზეც კულუარებში საუბროდნენ, ახლა ყველასთვის ცხადი გახდა.
_ ყველამ ვნახეთ ის კადრები, რომელიც ტელევიზიებით გავრცელდა. დასაგმობი ფაქტია. ყველამ დაინახა ხელისუფლების სახე, თუ რა ხდება ციხეებში. ეს არ არის ქართველობა. დღის, 12:30 ჩვენ დავიწყებთ მსვლელობას ოზურგეთში და გავაპროტესტებს იმას, რაც არ უნდა ხდებოდეს და რაც მიუღებელია, _ გვითხრა კოტე შარაშენიძემ.