რუსთაველის 30 ნომერში, სადაც ნაცმოძრაობის მაჟორიტატი დეპუტატობის კანდიდატის არჩილ გეგენავას საარჩევნო შტაბია განლაგებული, დემონსტრაცია შეჩერდა; ექსცესების თავიდან ასაცილებლად, შენობას ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს, ხოლო მომიტინგენი სკანდირებენ: “გამოდით, მკვლელებო!” თუმცა, შტაბიდან არავინ გამოსულა. იქვე მყოფი შტაბის წევრები კი დემონსტრანტების გამოჩენისთანავე შენობაში შევიდნენ და კარები ჩაკეტეს.