მის დანახვაზე ხალხი სკანდირებდა: “უსირცხვილო, სატელიტი!” ჩახვაძეს აქციის მონაწილეებმა ლუდი და წყალი გადაასხეს. მან კომენტარის გარეშე დატოვა კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია.
“გურია ნიუსმა” მოახერხა და ჩახვაძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
_ ბატონო გურამ, რამ გამოიწვია თქვენს დანახვაზე ხალხის აღელვება?
_ ეტყობა, არ იციან და არ მოუსმენიათ 12 აპრილს ჩემი გამოსვლა პარლამენტში, სადაც ქართული ციხეები ფაშისტურ საკონცენტრაციო ბანაკებს შევადარე.
ახლა იყო ხალხი აღელვებული. არა უშავს, დაწყნარდებიან და ხვალ ბოდიშს მოიხდიან.
_ თქვენი კანცელარიიდან გამოსვლის დროს ხალხი სკანდირებდა: “უსირცხვილო, სატელიტო”. რატომ მიაჩნიხართ საზოგადოებას მმართველი პარტიის სატელიტად?
_ ამაზე არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ.































































