გთავაზობთ ედიშერ სიხარულიძის მიმართვას: “ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, კულმინაციას მიაღწია. სახელისუფლებო ინსტიტუტებმა, რომლებსაც ქვეყნის სამართლიანი მართვის ფუნქცია უნდა შეესრულებინა, თავისი აგრესიული, ხისტი მართვის სტილით, დაშინებით, საზოგადოებაში უნდობლობისა და ნიჰილიზმის დანერგვას შეუწყო ხელი.
ბოლო წვეთი იყო ტელევიზიით გავრცელებული პატიმრების წამების დამთრგუნველი ვიდეოკადრები _ სწორედ ამ კადრებმა მიმაღებინა მტკიცე გადაწყვეტილება, რომ არ ვიყო ასეთი ხელისუფლების მოხელე. მე ვტოვებ როგორც თანამდებობას, ასევე, ნაცმოძრაობის ჩოხატაურის საარჩევნო შტაბს და მოვუწოდებ ხელისუფლებაში მყოფ სხვა ადამიანებს, დაძლიონ შიში და გვერდით დაუდგნენ საღად მოაზროვნე საზოგადოებას!”